მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა
ვლადიმერ ძნელაძე: სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური. პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას.