✅ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა”პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მწვანე კლიმატის ფონდში მოპოვებული აკრედიტაციისა და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
🟢სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფონდის დირექტორმა ვლადიმერ ძნელაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ყველა იმ უწყების როლს, რომელთა მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა ფონდის აკრედიტაციის პროცესი. ვლადიმერ ძნელაძემ ასევე აღნიშნა, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი საერთაშორისო კლიმატური დაფინანსების ეფექტიანად გამოყენებისთვის.
🟢აღსანიშნავია, რომ სხდომის ფარგლებში სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის პროცესის თაობაზე.
🟢მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაცია სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს” საშუალებას აძლევს, მოიზიდოს გრანტი და განავითაროს უფრო მეტი პროექტი განახლებადი ენერგიების მიმართულებით, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა გააძლიეროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
