ვლადიმერ ძნელაძე სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' ხელმძღვანელად 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო მმართველობის, ისე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
ფონდში დანიშვნამდე, 2013–2025 წლებში ვლადიმერ ძნელაძე ორჯერ იყო არჩეული ქ. თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად, ხოლო შემდგომში დაინიშნა დიდუბის რაიონის გამგებლად.
მისი საქმიანობის პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ურბანული სივრცეების რეაბილიტაცია და ინჟინერიული-სატრანსპორტო ქსელების განახლება. ენერგეტიკის სფეროში საქმიანობას იგი 1995 წლიდან იწყებს. მისი კარიერა მოიცავს მუშაობას დისტრიბუციის, გადამცემი ქსელებისა და გენერაციის მიმართულებით. ენერგოპროში მუშაობისას, მონაწილეობდა რეგიონული დისტრიბუციული კომპანიების გაერთიანებასა და გადამცემი ქსელების განვითარებაში. 2003–2012 წლებში კი „თელასში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, კოორდინაციას უწევდა თბილისის გამრიცხველიანების, ქსელის მოდერნიზაციისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციის პროგრამებს.
გენერაციის სექტორში მისი გამოცდილება უკავშირდება „ხრამი ჰესი 1“ და „ხრამი ჰესი 2“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე გარდაბნის თბოელექტროსადგურის N9 ბლოკის სრული აღდგენის პროცესს.