ენერგეტიკის განვითარების ფონდი
ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი აქციების 100%-ის მფობელია სახელმწიფო. საზოგადოება დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 08 დეკემბრის #1564 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.12.2010 წლის #1-1/1950 ბრძანების საფუძველზე.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.
ფონდის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი ეწევა შემდეგ საქმიანობებს:
ფონდი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მიზნით იკვლევს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილებს. გარდა ამისა, ხდება კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება. აღნიშნულის შედეგად იწერება წინასაპროექტო კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც, ინვესტორის არსებობის შემთხვევაში და აქციონერის თანხმობის საფუძველზე ფონდი იწყებს პროექტის დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას და სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევას. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება ინვესტორსა და ფონდს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.
ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების გაწევა ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს საპროექტო და კვლევით, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებებს.
ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინვესტორის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორთან შეთანხმებით, პროექტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიას შეუძლია გაწიოს შემდეგი მომსახურეობები: