2021 წელს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის პროცესი. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ფონდში აქტიურად მიმდინარეობდა პოლიტიკების დანერგვა, გზამკვლევების შემუშავება, მონიტორინგის სისტემების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ნაწილში, გენდერის, ადმინისტრაციული და ფინანსური მიმართულებით, ასევე პროექტის მენეჯმეტის ნაწილში.
მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის პროცესი დასრულდა 2025 წელს. GCF-ში აკრედიტაცია საშუალებას მისცემს ფონდს მოიზიდოს იაფი სესხი და განავითაროს უფრო მეტი პროექტი განახლებადი ენერგიების მიმართულებით, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა გააძლიეროს სართაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმია და განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს აფინანსებს. ფონდი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
თარიღი :
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ GCF-ში გაწევრიანდა
