✅ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ისტორიული მნიშვნელობის, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა.
🟢მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე და ენერგეტიკის დარგში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები.
🟢აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 16 ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა, მათ შორის სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” პროექტების მართვის დირექტორი - თამაზ ახვლედიანი.
🟢 სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებას მათ საქმიანობაში.
უკან დაბრუნება
