✅️სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟებული მზის მიკროსადგურები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
🟢სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტით, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონის 16 სოფლის 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა. რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, აღნიშნულ ლოკაციებზე ცენტრალიზებულ ქსელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც აღნიშნული ოჯახებისთვის მზის სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
🟢თამაზ ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ კონკრეტული ოჯახებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას - მათთვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასა და ენერგიის გამოყენების უფრო მეტ შესაძლებლობას.
🟢მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაური და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური იმყოფებოდნენ.
უკან დაბრუნება
