✅სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებს შეხვდა. 
თარიღი :

✅სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებს შეხვდა. 

✅სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებს შეხვდა. 

🟢შეხვედრა თბილისში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ რეგიონული დიალოგის ფარგლებში გაიმართა, რომელზეც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და GCF-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

🟢შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და კლიმატთან ადაპტაციაზე ორიენტირებულ, საშუალო მასშტაბის საინვესტიციო პროექტების ერთობლივად განვითარებისა და დაფინანსების შესაძლებლობებზე. 

🟢აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „კლიმატის მწვანე ფონდს”(GCF) შორის, 2025 წელს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას (AMA), რომლის თანახმად, ფონდს ოფიციალურად მიენიჭა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფინანსური მექანიზმის პირდაპირი წვდომის აკრედიტირებული უწყების (Direct Access Entity) სტატუსი. აღნიშნული აკრედიტაცია საშუალებას აძლევს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“  უშუალოდ წარადგინოს და განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული საშუალო მასშტაბის პროექტები, რომელთა ღირებულება 10-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდეა. აღნიშნული მექანიზმი ასევე ქმნის დამატებითი დაფინანსებისა და თანაინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობას.

🟢სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „კლიმატის მწვანე ფონდის” წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით შემდგომი კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვეს.

🟢შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარგალიტა არაბიძე, ფონდის პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი, ფინანსური დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ანუკი ბატიაშვილი.