დასახელება: აჭარის სკოლების მზის პანელების პროექტი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე: 333 კვტ;
საპროგნოზო წლიური გენერაცია: 366 000 კვტ.სთ;
პროექტის ჯამური ღირებულება: 503 000 ევრო;
სკოლების რაოდენობა: 13 საჯარო სკოლა (ქ. ბათუმის საჯარო სკოლების ½) ;
სულ ცამეტივე სკოლაზე დამონტაჟებულია 1076 ცალი 310 ვატი სიმძლავრის მზის მოდული; (VIA SOLIS Prime 310)
მზის სისტემების განთავსების საერთო ფართობი: 1800 მ2.
წარმატებით დასრულდა ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი. მზის მიკრო ელექტროსადგურები დამონტაჟდა ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლაში, რაც ბათუმის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტივე გენერაციის ობიექტი მიერთებულია სადისტრიბუციო კომპანია სს ,,ენერგო-პროს“ ქსელზე რევერსული მრიცხველის მეშვეობით და ამასთანავე თითოეული ჩართულია ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რაც სკოლებს საშუალებას მისცემთ სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია და მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ ელექტროენერგიის ხარჯი, შესაბამისად ეს თანხები მიმართონ სკოლაში არსებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებებისკენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლების პერსონალს, მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი დადებითი პირდაპირი ეფექტები. სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დააკვირდნენ სისტემების მუშაობის პროცესს მონიტორინგის სისტემით.
სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ა და პარტნიორი ლიეტუვური კომპანიის შპს ,,Via Solis” მიერ შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოიპოვა გრანტის სახით 377 000.19 ევროს ოდენობით დაფინანსება. პროექტის ჯამური ღირებულებაა 503 000 ევრო, რომლის 20% თანადამფინანსებელია სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“. პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქ. ბათუმის: N1, N6, N8, N9, N10, N13, N14, N16, N17, N22, N23, N28, N30 საჯარო სკოლები.
პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. ამასთანავე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც გულისხმობს მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას.