ჯაბა ხმალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება
✅ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის ჯაბა ხმალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება - აღნიშნულ პროექტზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობს.