თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების“ ტრენინგი გაიხსნა
თარიღი :

თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების“ ტრენინგი გაიხსნა

✅თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების“ ტრენინგი გაიხსნა.  მონაწილეები  სამი დღის განმავლობაში მდგრადი ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან.

🟢ტრენინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან ერთად გახსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვასა და მდგრადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. 

🟢ტრენინგის მონაწილეები მდგრადი ჰიდროენერგეტიკის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს, შეფასების მეთოდოლოგიას, ასევე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, განსახლების, კომუნიკაციისა და კონსულტაციების საკითხებს შეისწავლიან. 

🟢ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტი ჰიდროენერგეტიკული პროექტებისა და ოპერირებაში მყოფი ჰიდროენერგეტიკული სადგურების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობითი პრაქტიკების შეფასების დამოუკიდებელ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული ჰიდროენერგეტიკული დარგის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ტრენინგი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“  საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის ასოციაციისა  და ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის ალიანსის თანამშრომლობით იმართება.