საპარტნიორო შეთანხმება მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების შესახებ
თარიღი :

საპარტნიორო შეთანხმება მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების შესახებ

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ და შპს ,,მზის ველის’’ დირექტორმა ნინო მჭედლიშვილმა ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას 25 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების შესახებ.
 
აღნიშნული პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარდება, რის საფუძველზეც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება. მზის ელექტროსადგურის წლიური დაგეგმილი გამომუშავება შეადგენს 44 მლნ.კვტ/სთ.
 
აღსანიშნავია, რომ მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.