საპარტნიორო შეთანხმება 45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარების შესახებ
თარიღი :

საპარტნიორო შეთანხმება 45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარების შესახებ

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და შპს "ვინდ ენერჯი გრუპ"-ის დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას 45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარების შესახებ.

მხარეების მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო თერჯოლის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მწვანე ენერგიის მაშტაბურ პროექტს განახორციელებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევის განხორციელება, რის საფუძველზეც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს აქვს წარმატებული ისტორია ქარის ენერგიის განვითარების კუთხით, კერძოდ განხორციელებული აქვს საქართველოში პირველი, ოპერირებაში არსებული ქარის ელექტროსადგური. ამასთანავე, ფონდის პორტფოლიოში არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული ქარის ელექტროსადგურები.

აღნიშნული განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.