საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა-ფორუმი ,,GEEF-2025” გაიმართა
თარიღი :

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა-ფორუმი ,,GEEF-2025” გაიმართა

✅ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა, ვლადიმერ ძნელაძემ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა-ფორუმში ,,GEEF-2025”.  აღსანიშნავია, რომ გამოფენა და ფორუმი რიგით მეორედ ტარდება საქართველოში და ის ენერგეტიკის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო უწყებებს აერთიანებს.

🟢ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარებასა და მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ხელშემწყობი დიალოგის გაღრმავებას. ამასთან, ფორუმის ფარგლებში, ყურადღება დაეთმო დარგის მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიებს: ჰიდროსა და ქარის ენერგიის გამოყენებას ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, მზის ენერგიის პოტენციალსა და მათი ქსელში ინტერგაციის პერსპექტივებს. 

🟢 აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ენერგეტიკული კომპანოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.