საქართველოს დამოუკიდებლობის დღე !
თარიღი :

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე !

✅სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ თელავში დაესწრო. 

🟢ვლადიმერ ძნელაძემ თელავის მოსახლეობასა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან ასევე დაათვალიერა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების ამსახველი საინფორმაციო მასალები, თემატური სტენდები და ვიზუალური ინსტალაციები.

🟢აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ასევე ენერგეტიკის დარგში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ქალაქ თელავის ღონისძიების ფარგლებში მოწყობოლი სივრცეები.