სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთში დაესწრო.
ვლადიმერ ძნელაძემ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ამასთან დაათვალიერა ქალაქის ცენტრში მოწყობილი საგამოფენო სივრცე, სადაც გამოფენილი იყო ენერგეტიკის დარგში ბოლო წლებში განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო ინსტალაციები, მაკეტები და სტენდები.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქ ოზურგეთის განახლებული თეატრი.