საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თარიღი :

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ახალციხეში დაესწრო.
 
ჯაბა ხმალაძემ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ამასთან დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღინისძიება გაიმართა.