საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის თაობაზე
თარიღი :

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის თაობაზე

✅სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” პარტნიორ კომპანია შპს ,,ნექსთ ენერჯისთან” ერთად, ახორციელებს უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს დადგმული სიმძლავრით 5 მგვტ, რომლის ფარგლებში ფონდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ძნელაძემ, პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა და შპს ,,ნექსთ ენერჯის” დირექტორმა გოგა ჯახიამ მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში. 

🟢მხარეებმა განიხილეს უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დაგეგმილი საპროექტო სამუშაოები და მისი განხორციელების შემდგომი ეტაპები. აღსანიშნავია, რომ პროექტი სამშენებლო ფაზაზეა გადასული, ამასთან მიღებული აქვს ყველა საჭირო სამშენებლო ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 4 თვით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.7 მლნ დოლარია, ხოლო დაგეგმილი წლიური გამომუშავება 10 მლ კვტ. საათს შეადგენს. 

🟢სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საგარეჯოს მერი ვახტან კაკუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე  ალექსი გილაშვილი და სოფელ უდაბნოს წარმომადგენელი ლექსო იოსელიანი.