,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის” პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
თარიღი :

,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის” პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

✅სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” პარტნიორ კომპანია შპს ,,Wind Energy Group”- თან ერთად, ერთობლივ საწარმო შპს ,,ქუთაისი-ენერჯი ჯგუფის“ მეშვეობით, ახორციელებს ,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის” პროექტს, რომლის ფარგლებში ფონდის დირექტორმა ვლადიმერ ძნელაძემ და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქათამაძემ, მიმდინარე წლის 12 მარტს მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში გამართულ „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის” პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაში, რომელიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.     

🟢ანგარიში შეეხო 43,8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის”, 110 კვ ძაბვის ქვესადგურისა და ქარის ტურბინების დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-ექსპლუატაციის საკითხს. 
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია სკოპინგის ანგარიშსა და დაგეგმილ საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. 

🟢საჯარო განხილვას დაესწრო თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ქუთაისის მერიის, თერჯოლის მუნიციპალიტეტისა და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.