ენერგეტიკული კომპანიებისთვის კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
თარიღი :

ენერგეტიკული კომპანიებისთვის კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისდირექტორმა, ვლადიმერ ძნელაძემ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრა-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

🟢აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა, ენერგეტიკის დარგში არსებული კომპანიებისთვის, კიბერუსაფრთხოების სერთიფიკატის მისაღებად საჭირო ნაბიჯებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე მსჯელობას

🟢შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნეს მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელმა ფლორიან კიტმა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მთავრობის პოლიტიკის გავლენას ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე

🟢აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დონორი ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.