ენერგეტიკის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
თარიღი :

ენერგეტიკის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე ეროვნული ბანკის მიერ გამართულ, ენერგეტიკის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
 
აღნიშნული პრეზენტაცია სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოსაზრებების გაცვლის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.
 
ენერგეტიკული სექტორის კვლევის პრეზენტაციას საფინანსო ინსტიტუტები, დარგის სპეციალისტები და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.