,,ღუნჯი ჰესის'' ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვა სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
თარიღი :

,,ღუნჯი ჰესის'' ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვა სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

✅ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ძნელაძემ და ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის „ღუნჯი ჰესის“ პროექტი განიხილეს. პროექტის კვლევითი ეტაპი დასკვნით ეტაპზეა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მოსახლეობის, ფონდის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით და დეტალურად გაივლის პროექტს ლოკაციებზე. ღუნჯა ჰესის დადგმული სიმძლავრე - 5.7 მგვტ, წლიური გამომუშავება - 31.5 მლნ. კვტ. სთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 9 მლნ. აშშ. დოლარი. პროექტს სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ახორციელებს.

🟢 ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ღუნჯი ჰესის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას, ამასთან ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 

🟢სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის მიმდინარე ეტაპი, სამოქმედო გეგმა და თანამშრომლობის ფორმატი.