EMES - ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა
EMES - ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა
თარიღი :

EMES - ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება - აღნიშნულ პროექტზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობს.
 
ერთიანი ელექტრონული სისტემა გულისხმობს და მოიცავს ისეთ ფუნქციონალებს, როგორიცაა ინტერაქციული რუკა, ინფორმაციული ჰაბი, ინფორმაციაზე წვდომის ადმინისტრირება, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, პროექტების მართვა და მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავება და დაარქივება, ინფორმაციული უსაფრთხოება, საკომუნიკაციო სივრცე და ა.შ.
 
ელექტრონული მმართველობა ენერგეტიკის დარგში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონცეფციაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობის გაციფრულებასა და გამარტივებას.
 
აღნიშნული უზრუნველყოფს საჯარო სტრუქტურების სერვისების წვდომას საერთო პლატფორმაზე, ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნის მეშვეობით. ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, ისარგებლოს სხვადასხვა საჯარო უწყებების სერვისებით“.
 
ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის პლატფორმის დახმარებით გაიზრდება უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის სტანდარტები, ურთიერთთავსებადობა და ეფექტურობა, რაც ნიშნავს ნაკლები დროის დანახარჯს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. პლატფორმა საშუალებას მისცემს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორს მარტივად, ერთ სივრცეში პირადი გვერდის მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ელექტრონულად შეძლოს პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება და ადმინისტრირება.
„მრავალფუნქციური სისტემა უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასა და დარგში ეფექტურობის ზრდას.