დასახელება: დარიალი ენერჯი
დადგმული სიმძლავრე: 108 მგვტ.
გამომუშავება: 510 მლნ.კვ/სთ
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
ინვესტიცია: 125 მლნ $
2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „დარიალი ენერჯი“ შორის აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფონდმა სრულად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული აქციები (რაც შეადგენდა კაპიტალის 22.56%). პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. „დარიალი ჰესი“ საქართველოში და EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. ამ ეტაპზე ჰესი ფუნქციონირებს სრული დატვირთვით.