დასახელება: ქუთაისის ქარის ელექტროსადგური
დადგმული სიმძლავრე (მგვტ.): 45 მგვტ.
საშუალო წლიური გენერაცია (P50): 155.000 მლნ.კვტ.სთ.
პროექტის ჯამური ინვესტიცია: 60 000 000 აშშ დოლარი.
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ პარტნიორ კომპანია შპს „ვინდ ენერჯი გრუპთან“ ერთად ახორციელებს “ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტს. პროექტი მდებარეობს იმერეთის რეგიონში, კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე მომზადდა წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქარის ელექტროსადგურის წინასწარი სიმძლავრე და სავარაუდო ინვესტიცია:
ზემოხსენებული პროექტის განხორციელების მიზნით, 2024 წლის 11 იანვარს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, ინვესტორ კომპანია შპს „ვინდ ენერჯი გრუპთან“ ერთად დააფუძნა საწარმო შპს „ქუთაისი ენერჯი-ჯგუფი“ შემდეგი წილობრივი გადანაწილებით: ფონდი - 10%, ინვესტორი - 90%.
ამ ეტაპზე დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება. დეტალური კვლევებისა და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების ვადაა 18-24 თვე.