სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ 1250 მეტრი

ინტერესთა გამოხატვა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ 1250 მეტრი სიგრძის, ზიპლაინის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით, რომელსაც გადასცემს შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ საწესდებო კაპიტალში 95%–იან წილს.
დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სათანადო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილის 18:00 საათისა.

პროექტის შესახებ:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხალი წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის პოპულარიზაციის მიზნით „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის #476 განკარგულების საფუძველზე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ დაევალა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ხოლო 2020 წლის 5 მარტის #468 განკარგულების საფუძველზე უშუალოდ შპს „ენგურის ტურისტულ ცენტრს“ დაევალა ზიპლაინის მოწყობის პროექტის განხორციელება. 

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 1 220 629.60 (ერთი მილიონ ორასოცი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.
დღეისათვის პროექტის ფარგლებში მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია.
ერთობლივი საწარმოს გაცხადებული კაპიტალი შეადგენს 1 220 629.60 (ერთი მილიონ ორასოცი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარს, საიდანაც ფონდის მიერ შევსებულია 61 031.48 (სამოცდაერთი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარით, რომელიც გახარჯულია ზემოაღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და თანმდევი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვის მიზნით.
ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს კაპიტალის შევსება მისი წილის პროპორციული შენატანებით, საერთო საწარმოს საჭიროებების შესაბამისად.
ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილების გადანაწილება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში.
საპარტნიორო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს 120 000 (ასოცი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
საპროექტო დოკუმენტაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია შემოთავაზებული მიყიდვის ოფციის უმაღლესი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. შემოთავაზებული მიყიდვის ოფციის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები.

მიყიდვის ოფციის პირობები განსაზღვრულია დანართ #1-ში – საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილის მიერ სათანადო დოკუმენტაციის შემოტანა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება დანართი #1-ით განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებს.

თუ სავარაუდო პარტნიორთან საპარტნიორო შეთანხმების რომელიმე პირობაზე, რომელიც არ არის მოცემული სტანდარტულ პირობებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან მოლაპარაკება და შეთანხმება გააფორმოს სხვა სავარაუდო პარტნიორთან, რომელიც მონაწილეობდა ინტერესთა გამოხატვაში ან ახლიდან გამოაცხადოს იგი.


ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

მიყიდვის ოფციის შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი;

კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის დამატებით:

• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
• მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის დამატებით:

• ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
• ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;


არარეზიდენტი პირისთვის დამატებით:

• შესაბამისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის შესატყვისი დოკუმენტი, უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, საკვალიფიკაციო დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ინტერესთა გამოხატვაში წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 დღისა;
• ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;

ფიზიკური პირისთვის დამატებით:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
• ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;


წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის დამატებით:

• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან მსგავსი დაწესებულება);
• ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა ინფორმაცია: მისამართი, ელ-ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონი ან ფაქსი;


შენიშვნა: ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეებს არ უნდა გააჩნდეთ ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.

პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ინტერესთა გამოხატვაში წინადადებების მიღების ეტაპის დაწყების შემდეგ.
წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. ამასთან ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეებს მოთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია. მონაწილეებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია. ნებისმიერი შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და რეალობას შორის შესაძლოა გახდეს მიზეზი მონაწილის დისკვალიფიკაციისთვის.

განრიგი:

ინტერესთა გამოხატვის პირობებთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე: n.khaindrava@gedf.com.ge
ქვეყანაში კორონა-ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული ოფისი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილის 18:00 საათისა, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@gedf.com.ge
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაწილეებისგან მიღებული წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ორიგინალების წარმოდგენა.
საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ინტერესთა გამოხატვის წინადადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 10 მარტი
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 აპრილი 18:00 საათი;
გამარჯვებულის გამოვლენა: არაუგვიანეს 2020 წლის 28 აპრილისა;
საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება: არაუგვიანეს 2020 წლის 5 მაისისა;

 

ზიპლაინი - საპარტნიორო შეთანხმების პროექტი