სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ღუნჯი ჰესს“ შორის  საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა
თარიღი :

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ღუნჯი ჰესს“ შორის საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა

ჯაბა ხმალაძე: ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ კიდევ ერთ 5.5 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს.
 
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ღუნჯი ჰესს“ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.
 
აღნიშნული პროექტი სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდ. ღუნჯიზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავება შეადგენს 31.5 მლნ. კვტ/სთ-ს. პროექტი CFD სქემის ფარგლებში სიმძლავრის მეორე აუქციონის გამარჯვებულია.
 
ჯაბა ხმალაძის განმარტებით, ღუნჯი ჰესის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას, ამასთან ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.