სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და  ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი :

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდის“ დირექტორმა ემილბეკ ოროზბაევმა ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
 
აღნიშნული მემორანდუმის მიზნებს წარმოადგენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის დამყარება და განვითარება, მწვანე ენერგიის ჭრილში მარეგულირებელი ჩარჩოს, ტექნიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიის განვითარების სფეროში არსებული ერთობლივი მიზნების მისაღწევად.
 
ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და განახლებადი ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განვითარებას.