შეხვედრა იაპონური ენერგეტიკული კომპანიისა „Chubu Electric  Power Co“ და იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს (METI) წარმომადგენლებთან
თარიღი :

შეხვედრა იაპონური ენერგეტიკული კომპანიისა „Chubu Electric Power Co“ და იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს (METI) წარმომადგენლებთან

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილეები ლევან მოსახლიშვილი და ანი ჯანუყაშვილი მსხვილი იაპონური ენერგეტიკული კომპანიისა „Chubu Electric Power Co“ და იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს (METI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაცნობითი სახის შეხვედრა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
 
ორმხრივ შეხვედრაზე სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' წარმომადგენლებმა იაპონურ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიული პროექტების შესახებ. ამასთან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დარგის ექსპერტებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
 
მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, ხაზი გაესვა ერთობლივი ჩართულობით პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.