შეხვედრა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანა "მასდარის" დირექტორთან
თარიღი :

შეხვედრა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანა "მასდარის" დირექტორთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი ჯაბა ხმალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანა"მასდარის" დირექტორს Mohamed Jameel Al Ramahi შეხვდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" და კომპანია"მასდარი" ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში პირველ, ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს. ამ მიზნით მხარეებმა საქართველოში დააფუძნეს ერთობლივი საწარმო და მოაწერეს ხელი პროექტის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ხელშეკრულებას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაოადგილები, როგორც პროექტის მშენებლობის ეტაპზე, ასევე ოპერირების დროს.