საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმება
თარიღი :

საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმება

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „Masdar“-ის მიერ ორგანიზებულ მწვანე წყალბადის სამიტსა და წყლის რესურსების განვითარების, მზის, სუფთა ენერგიისა და მწვანე ენერგეტიკის დაფინანსების შესაძლებლობების პანელურ დისკუსიებს დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში ფონდის ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „Masdar“-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან, სადაც მხარეებმა განიხილეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ არსებული სტატუსი და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები, ამასთან ხელი მოეწერა საპარტნიორო შეთანხმებას ფონდს, მასდარსა და დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შორის.
 
 ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, მინისტერიალთა მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. World Future Energy Summit -ის ფარგლებში მიმდინარეობდა გამოფენა, სადაც 400-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
 
აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ კომპანია „Masdar“-თან ერთად ახორციელებს 96 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ამასთან ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორც პროექტის მშენებლობის ეტაპზე, ასევე ოპერირების დროს.