საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის მიერ  გამართული კონფერენცია
საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის მიერ  გამართული კონფერენცია
თარიღი :

საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის მიერ გამართული კონფერენცია

მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს ქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის მიერ კონფერენცია გაიმართა. აღნიშნული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე და ნახშირბად ნეიტრალური გარდაქმნის დაფინანსების საკითხებს მიეძღვნა.
 
კონფერენციას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურების, სახელმწიფო ფონდების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრენოდნენ. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირის ინიციატივები და რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის და მწვანე ენერგიის განვითარების მიზნით, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობები, ასევე კლიმატის ცვლილების დაფინანსების არსებულო მექანიზმები და ინსტრუმენტები.
 
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მრჩეველმა ანუკი ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე განახლებადი ენერგიების პროექტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში, ასევე გაუზიარა გამოცდილება ამ მიზნით ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ნაყოფიერ გამოცდილებაზე. მოხსენების ფარგლებში ანუკი ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის მწვანე ფონდში აკრედიტაციის პროცესში შესრულებულ სამუშაოებსა და არსებულ სტატუსზე.
 
აღსანიშნავია, რომ კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსურ მექანიზმს. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს აფინანსებს. ფონდი საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ფინანსურ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება.