ჯაბა ხმალაძე: „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი კიდევ ერთ 40 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს“.
ჯაბა ხმალაძე: „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი კიდევ ერთ 40 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს“.
თარიღი :

ჯაბა ხმალაძე: „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი კიდევ ერთ 40 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს“.

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა’’ და შპს ,,ეჯე ენერჯის’’ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 40 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.

 

პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რის საფუძველზეც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება.

 

აღსანიშნავია, რომ მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას, ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.