ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება
თარიღი :

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
 
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვაზე, პოლიტიკასა და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას სექტორში არსებული ვითარება, განვითარების დინამიკა, რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესი გააცნო, ამასთან ისაუბრა დარგის განვითარების მხარდამჭერ მექანიზმებზე.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგში მომუშავე საჯარო უწყებებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა.