დასახელება: უდაბნოს მზის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: კახეთის რეგიონი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უდაბნოს ტერიტორია;
სიმძლავრე: 6.08 მგვტ;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით 2021 წლის 01 ივლისს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც უმაღლესი შესყიდვის და გაყიდვის ოფციების განაკვეთების დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა შპს „ნექსთ ენერჯიმ“.
შპს „ნექსთ ენერჯისა“ და ფონდს შორის 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება.
2022 წლის განმავლობაში „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა დეტალური დიზაინის, აგრეთვე გახანგრძლივდა და დაკორექტირდა სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქსელთან დაერთების ტექ-პირობა.
2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო შპს „საქართველოს მზის კომპანიამ“ და გაიმარჯვა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით.