დასახელება: გარდაბნის მზის ელექტროსადგური
ადგილმდებარეობა: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ახალი სამგორის მიმდებარედ
სიმძლავრე: 9.90 მგვტ;
ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 9.9 მგვტ სიმძლავრის ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით 2022 წლის 4 მაისს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „პი-ვი პორტს“ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2022 წლის 01 ივლისს დაფუძნდა ერთობლივი საწარმო შპს „სოლარე ჯორჯია“.
2022 წლის 20 დეკემბრს მოწონებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „გარდაბნის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფცია.
ამჟამად, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.