ახალი სამგორის მზის ელექტრო სადგურის პროექტი (100 მგვტ)
ახალი სამგორის მზის ელექტრო სადგურის პროექტი (100 მგვტ)
თარიღი :

ახალი სამგორის მზის ელექტრო სადგურის პროექტი (100 მგვტ)

პროექტი - სამგორის მზის ელექტროსადგური

დადგმული სიმძლავრე - 96 მგვტ;

სავარაუდო წლიური გამომუშავება 196,7 მლნ.კვტ.სთ

ადგილმდებარეობა: გარდაბნის მუნიციპალიტეტი

„ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტს, რომლის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 96 მგვტ-ს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „Masdar“-თან ერთად ახორციელებს, რომელიც განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა და მსოფლიოს 40 -მდე ქვეყანაში ოპერირებს.


სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა" და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC-MASDAR შორის 2021 წლის ბოლოს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე.


შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიზნით 2022 წლის განმავლობაში განახორციელეს ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით, მოამზადეს პროექტის წინარე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა რომელიც კონცეფციის ბარათთან ერთად საქართველოს მთავრობას წარედგინა დასამტკიცებლად. საქართველოს მთავრობამ კონცეფციის ბარათი მოიწონა 2022 წლის 27 დეკემბერს.


ამ ეტაპზე მხარეები გეგმავენ საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებას და კომპანია უახლოეს პერიოდში მიმართავს საქართველოს მთავრობას ტექნიკურ ეკონომიკური მემორანდუმის ასაღებად. მემორანდუმის აღების შემდეგ, განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო ყველა ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებს.


96 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორც პროექტის მშენებლობის ეტაპზე, ასევე ოპერირების დროს.