ჯაბა ხმალაძე სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“  EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ
ჯაბა ხმალაძე სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“  EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ
თარიღი :

ჯაბა ხმალაძე სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ ისაუბრა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებასა და ერთი ფანჯრის პრინციპით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
 
ჯაბა ხმალაძის განცხადებით, ელექტრონული მმართველობა ენერგეტიკის დარგში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონცეფციაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობის გაციფრულებასა და გამარტივებას. აღნიშნული უზრუნველყოფს საჯარო სტრუქტურების სერვისების წვდომას საერთო პლატფორმაზე, ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნის მეშვეობით. ამასთან, ჯაბა ხმალაძემ აღნიშნა, რომ EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა“ საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ადგილმდებარეობის მიუხედავად ისარგებლოს სხვადასხვა საჯარო უწყებების სერვისებით.
 
გარდა ამისა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ ისაუბრა ენერგეტიკის დარგში EMES - ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის სტანდარტები, ურთიერთთავსებადობა და ეფექტურობა, რაც ნიშნავს ნაკლები დროის დანახარჯს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას მისცემს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორს მარტივად ერთ სივრცეში პირადი გვერდის მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ელექტრონულად შეძლოს პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება და ადმინისტრირება.
 
მრავალფუნქციური სისტემა უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასა და დარგში ეფექტურობის ზრდას - განაცხადა ჯაბა ხმალაძემ.