ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის მუზეუმის პროექტი
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის მუზეუმის პროექტი
თარიღი :

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის მუზეუმის პროექტი

საქართველოს მთავრობის  2017 წლის 14 მარტის # 496 განკარგულებით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“  დავალებული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე  ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ჰიდროელექტროსადგურს რუსეთის იმპერიაში, რომელიც აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში ფუნქციონირებდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა-გენერატორი, თითოეული 70ც.ძ. სიმძლავრით. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა  ფუნქციონირება შეწყვიტა. ჰესისათვის  კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მისი აღდგენის საკითხი. აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური შეასრულებს მუზეუმის ფუნქციას.

სამუზეუმო პროექტის ფარგლებში 2020 წლის 25 ივნისს კომპანიამ გამოაცხადა ელ. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ამ ეტაპზე დასრულებულია ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარეობს შენობა-ნაგებობის შიდა, სამუზეუმო კონცეფციის და გარე კეთილმოწყობის პროექტის მომზადება.