ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
თარიღი :

ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ენერგეტიკის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის .
 
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე არსებული თბოენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის, FusionSolar ტექნოლოგიებისა და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სს „ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, სს „თელასმა“, „Schneider Electric”-მა, ავსტრიულმა კომპანიამ HERZ Armaturen, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ.