სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდის“ დირექტორმა ემილბეკ ოროზბაევმა ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.