სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ USAID-ის მიერ გამართულ ენერგეტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, დარგში ჩართული მხარეებისთვის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე არსებული მიღწევების, ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმებისა და მომდევნო ნაბიჯების განსახილველად.
ენერგეტიკის ფორუმს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები დასწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მომზადებული ენერგოდამოუკიდებლობის აქტის პროექტი.