წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის ყოველკვარტლური სხდომა
თარიღი :

წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის ყოველკვარტლური სხდომა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის ყოველკვარტლურ სხდომას დაესწრო.
 
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა, საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec.“-ის მიერ შემუშავებული საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი. აღნიშნული კვლევა განხორციელდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით.
 
სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ, როგორც წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. „GOPA Intec.“-ის კონსულტანტმა ვრცლად ისაუბრა მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, სადაც ასახულია მათი ხედვა საქართველოში წყალბადის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტის წარდგენის შემდგომ, დამსწრეებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ მოსაზრებები.
 
აღსანიშნავია, რომ წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 28 ივლისის N1-1/330 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ სუფთა წყალბადის წარმოების განვითარების პარალელურად, საქართველოში აღნიშნული პროდუქტის წარმოება-ექსპორტისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა და საქართველოს, როგორც ქვეყნის, სუფთა წყალბადის მწარმოებლებს შორის მოწინავე ადგილის დამკვიდრება.