ვლადიმერ ძნელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან  მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის პანელებით უზრუნველყოფის პროექტის თაობაზე
თარიღი :

ვლადიმერ ძნელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის პანელებით უზრუნველყოფის პროექტის თაობაზე

სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისხელმძღვანელმა ვლადიმერ ძნელაძემ და პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კახაბერ ჩიტაურთან. შეხვედრის მთავარი თემა მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებითა და დამაგროვებელი ბატარეებით უზრუნველყოფის პროექტის მიმდინარეობა და მისი ეფექტიანი განხორციელება იყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სოფელში 58 ოჯახი მზის ენერგოსისტემებით აღიჭურვება. შეხვედრას ესწრებოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსბაკა“, რომელიც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების უშუალო შემსრულებელია.  

🟢მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების მიმდინარე პროცესი, სამომავლო გეგმა, კოორდინაციის საკითხები და დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდეა დაგეგმილი. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასა