ვლადიმერ ძნელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებით  უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით
თარიღი :

ვლადიმერ ძნელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებით უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით

✅️სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა ვლადიმერ ძნელაძემ, პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩაჩიბაიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან კახაბერ ჩიტაურთან, მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებითა და დამაგროვებელი ბატარეებით უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ფონდი ახორციელებს. 
აღნიშნული პროექტის თანახმად, მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სოფელში მზის სისტემები 58 ოჯახისთვის დამონტაჟდება. შეხვედრას ასევე დაესწრო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბაკა” , რომელიც უშუალოდ განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

🟢შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების სამუშაო ეტაპები, დაგეგმილი ღონისძიებები და შემდგომი საორგანიზაციო საკითხები. აღინიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იგეგმება.

🟢აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები არაელექტროფიცირებული ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის განვითარებაზე.