ვლადიმერ ძნელაძე ამერიკული კლიმატური ტექნოლოგიების კომპანია Rainmaker-ის წარმომადგენლებსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ეკონომიკურ და კომერციულ ოფიცერს აამირ ალავის შეხვდა.  
თარიღი :

ვლადიმერ ძნელაძე ამერიკული კლიმატური ტექნოლოგიების კომპანია Rainmaker-ის წარმომადგენლებსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ეკონომიკურ და კომერციულ ოფიცერს აამირ ალავის შეხვდა.  

✅სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე ამერიკული კლიმატური ტექნოლოგიების კომპანია Rainmaker-ის წარმომადგენლებსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ეკონომიკურ და კომერციულ ოფიცერს აამირ ალავის შეხვდა.  

🟢შეხვედრაზე ვლადიმერ ძნელაძემ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის წყლის რესურსების მართვის, კლიმატური ცვლილებების ზემოქმედებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ კომპანია Rainmaker-ის ინოვაციური ტექნოლოგიები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლის რესურსების შევსებისა და ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისთვის წყლის მარაგების გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვეს.

🟢შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი და ფინანსური დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია, ასევე აშშ-ის საელჩოს საქართველოში ეკონომიკური ასისტენტი მაიკო მიქაძე.