სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „მწვანე კლიმატის ფონდს”(GCF) https://www.facebook.com/share/1Hh3kyin89/?mibextid=wwXIfr Green Climate Fund შორის, სამხრეთ კორეაში, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას (AMA), რომლის თანახმად, ფონდს ოფიციალურად მიენიჭა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფინანსური მექანიზმის პირდაპირი წვდომის აკრედიტირებული უწყების (Direct Access Entity) სტატუსი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე; „მწვანე კლიმატის ფონდის" საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი აჩალა აბეისინგე (Achala Abeysinghe) და ამავე ფორდის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ტომას ერიქსონი (Thomas Eriksson).
აღნიშნული აკრედიტაცია საშუალებას აძლევს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ განახორციელოს საშუალო მასშტაბის (10–50 მილიონი აშშ დოლარი) კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაბალემისიური, კლიმატგამძლე და მდგრადი განვითარების მიმართულებით პროგრესს. მსგავსი პროექტები გააძლიერებს ფონდის შესაძლებლობას, მოიზიდოს თანაინვესტორები და დამატებითი დაფინანსება. მწვანე კლიმატის ფონდის მხრიდან კლიმატგამძლე პროექტების განვითარების ხელშეწყობა ფონდს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეროვნული კლიმატური მიზნების მიღწევის პროცესში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაო შეხვედრები გაიმართა „მწვანე კლიმატის ფონდის“ (GCF) საინვესტიციო დეპარტამენტისა და რეგიონულ დირექტორებთან მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტებისა და პირველად პროექტებში პოტენციური მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.
ღონისძიებას ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე. მან ხაზი გაუსვა „მწვანე კლიმატის ფონდთან“ თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ქვეყანაში კლიმატის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის აუცილებლობას.
უკან დაბრუნება
