სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' დირექტორსა და TBEA Co.,Ltd-ს წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  გაიმართა
თარიღი :

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' დირექტორსა და TBEA Co.,Ltd-ს წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

✅️სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა ვლადიმერ ძნელაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ენერგეტიკული კომპანია TBEA Co., Ltd.-ს საერთაშორისო ბიზნეს დეპარტამენტის დირექტორთან  შუ შაოიუსთან. შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები. 

🟢შეხვედრაზე ვლადიმერ ძნელაძემ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებსა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

🟢 აღსანიშნავია, რომ TBEA-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წარმატებული ენერგეტიკული პროექტები გააცნეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი კომუნიკაციისთვის. კომპანია TBEA საერთაშორისო მასშტაბის მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განახლებადი ენერგიისა და ენერგიის დაგროვების პროექტების ინვესტირებასა და განვითარებაში. 

🟢შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქათამაძე.