სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა მონაწილეობა მიიღო  განახლებადი ენერგიის რეგიონულ სამიტში – RES 2026 Summit
თარიღი :

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის რეგიონულ სამიტში – RES 2026 Summit

✅ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის დედაქალაქ, ასტანაში გამართულ განახლებადი ენერგიის რეგიონულ სამიტში – RES 2026 Summit. სამიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და მწვანე კლიმატის ფონდს (Green Climate Fund) შორის. 

🟢შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, მიმდინარე ინიციატივების პროგრესსა და სამომავლო პროექტების განვითარების პერსპექტივებზე. ფონდი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს მდგრადი ენერგეტიკული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

🟢აღნიშნული აკრედიტაცია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საშუალებას აძლევს განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაბალ ემისიურ, კლიმატგამძლე და მდგრად განვითარებას. მსგავსი პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ფონდის შესაძლებლობას, მოიზიდოს თანაინვესტორები და დამატებითი ფინანსური რესურსები. მწვანე კლიმატის ფონდის მხრიდან კლიმატგამძლე პროექტების მხარდაჭერა ფონდს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეროვნული კლიმატური მიზნების მიღწევაში.