საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის ქვეყნების ენერგეტიკული კვირეული 2026“ ( Energy Week Black Sea 2026) გაიმართა.
თარიღი :

საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის ქვეყნების ენერგეტიკული კვირეული 2026“ ( Energy Week Black Sea 2026) გაიმართა.

✅ მიმდინარე წლის 4-5 თებერვალს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის ქვეყნების ენერგეტიკული კვირეული 2026“ ( Energy Week Black Sea 2026) გაიმართა. 

🟢აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, ანუკი ბატიაშვილმა.

🟢სიტყვით გამოსვლისას, ინგა ფხალაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონული და ევროპული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სივრცის მნიშვნელობას. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების მაღალ პოტენციალსა და პროექტების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მნიშვნელოვან როლს რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებით.

🟢ღონისძიების ფარგლებში სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ანუკი ბატიაშვილმა, პრეზენტაცია წარადგინა თემაზე ,,მწვანე პროექტების დაფინანსება, თანამშრომლობის სქემები და GEDF-ის როლი. განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა მწვანე კლიმატის ფონდში (GCF) აკრედიტაციის მიღების მნიშვნელობაზე